• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0108, ვ. სარაჯიშვილის ქ.3
    gender@nala.ge

მუნიციპალიტეტების ინიციატივების პლატფორმა


,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“

ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს თანამედროვე საზოგადოებაში. შუახევის მუნიციპალიტეტში, წლების განმავლობაში, დაბალი იყო მოსახლეობის ჩართულობის დონე, განსაკუთრებით ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, რაც აისახებოდა იმ ფაქტზე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ჩართულობის მექანიზმები.

მიუხედავად განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, დღემდე გამოწვევად რჩება ქალების საზოგადოებრივი აქტივობის ხარისხი და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში ქალების ჩართულობის უზრუნველყოფისთვის.

2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ამოცანა 3.1-ში „ადგილობრივ დონეზე მართვისა და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა“, აღნიშნულია, რომ რეფორმის დღის წესრიგი ითვალისწინებს ქალთა აქტიური მონაწილეობის გაზრდას, როგორც არჩევით თანამდებობებზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისების მომხმარებელთა შორის. ეს ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდასა და ადგილობრივი სერვისების ჩართულობის გაფართოებას, რაც ქალებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებრივ დებატებში მონაწილეობისათვის.

დამატებით, საქართველომ გამოთქვა მზაობა ჩაერთოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში, კერძოდ, მე-16.7 მიზანი, რომელიც გულისხმობს მმართველობის ყველა დონეზე თანამონაწილეობითი და ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უზრუნველყოფას, სადაც უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ყველა ჯგუფის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს კი თავისთავად გულისხმობს ქალთა ჩართულობას და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.

შუახევის მუნიციპალიტეტი, როგორც აჭარის რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით, პირველი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ადგილობრივი ბიუჯეტის ინოვაციური პროგრამა „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ შეიმუშავა. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მნიშვნელოვან წინსვლას გენდერული თანასწორობის და ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ ქალებსა და ქალთა საინიციატივო ჯგუფებს მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი იდეები რეალობად აქციონ.


გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობა“.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში აღინიშნება ქალთა დაბალი ჩართულობა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობებში, ისე მუნიციპალურ პროცესებში ინიციატივებისა და მოსაზრებების წარდგენის კუთხით. ეს მდგომარეობა განპირობებულია საზოგადოებაში ცნობიერების ნაკლებობით, ფინანსური რესურსების დეფიციტით და სხვა ფაქტორებით. მუნიციპალიტეტის მიზანია, შესაძლებლობის ფარგლებში, შეამციროს ის ბარიერები, რომლებიც აფერხებს ქალთა აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში და ხელი შეუწყოს მათი ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას, ასევე შეიმუშაოს წამახალისებელი სერვისები.

ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას, რომლებიც მოიცავს მარტოხელა მშობელთა დახმარების, ახალშობილთა ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხუთი და მეტ შვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამებს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მხარდაჭერას.

მიუხედავად არსებული პროგრამებისა, გაირკვა, რომ დამატებითი და მრავალფეროვანი სერვისებია საჭირო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გასაუმჯობესებლად. ამის პასუხად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში დამტკიცდა „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქალებს ხშირად აკლიათ ინფორმაცია მუნიციპალური სერვისების შესახებ ან არ იციან, როგორ და რა ფორმით შეავსონ აპლიკაციები. მაგალითად, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ორმა აპლიკანტმა მიიღო, მაგრამ მათგან ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები არასრულყოფილი დოკუმენტაციისა და აპლიკაციის ხარვეზების გამო.

აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა ხელმეორედ გამოაცხადა კონკურსი, თუმცა კვლავ მხოლოდ ორმა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა განაცხადებიც ასევე ვერ დაკმაყოფილდა პროგრამის მართვის მოთხოვნების შეუსაბამობის გამო. კონკურსის ამ შედეგებმა აჩვენა, რომ აუცილებელი იყო ინფორმაციის გავრცელების გაძლიერება და საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება, რათა დაინტერესებულ პირებს დეტალურად განემარტოთ კონკურსის არსი, მიზნები, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და აპლიკაციის შევსების პროცესი.

ამ მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას (ქალებს) დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია აპლიკაციის შევსებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრის შედეგად, მესამე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, და მათ შორის იყო ქალთა საინიციატივო ჯგუფიც. წარმოდგენილ იქნა აპლიკაციები, რომლებიც შეესაბამებოდა პროგრამის მართვის მოთხოვნებს და კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლის საშუალება მიეცათ.


მუნიციპალიტეტის ჩართულობა ძალადობის პრევენციაში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა, გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებისა და ძალადობის პრევენციისთვის, შეიმუშავა მრავალმხრივი პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ისე ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებასა და სკოლამდელ დაწესებულებებში პრევენციული მიდგომების დანერგვას.

პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა პირველ რიგში მოსახლეობის ინფორმირებისკენ მიმართა ძალისხმევა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გამართა ტრენინგები და მოამზადა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც თემში გავრცელდა. ბუკლეტები შეიცავს ინფორმაციას ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობისა და პრევენციის შესახებ, რაც მოსახლეობას აძლევს საშუალებას უკეთ გაიაზროს პრობლემის არსი და მისი გადაჭრის შესაძლებლობები.

გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა და მასში ჩაერთნენ საკრებულოს ფრაქციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რამაც გააფართოვა ძალადობის პრევენციის საკითხებისადმი მიდგომების მრავალფეროვნება. საბჭოს წევრებმა სპეციალური ტრენინგის ფარგლებში მიიღეს ცოდნა, რათა ძალადობის შემთხვევებში კონსულტაციები და მხარდაჭერა გაუწიონ მსხვერპლებს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სკოლამდელ დაწესებულებებში ძალადობის პრევენციაზე. ტრენინგები ჩაუტარდათ მუნიციპალიტეტის ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც გააცნეს ოჯახში ძალადობის ნიშნები და პრევენციული მექანიზმები. ამის შედეგად, ყველა ბაღში ჩამოყალიბდა რეაგირების ჯგუფები, რომლებიც შედგება ბაღის მენეჯერის, მეთოდისტისა და ერთი პედაგოგისგან. ეს ჯგუფები პასუხისმგებელნი არიან მშობლების ინფორმირებაზე ძალადობის პრევენციის მეთოდებსა და დახმარების რესურსებზე.

გარდა ამისა, ბაღის თანამშრომლების ჩართულობით გაიმართა რეგულარული საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან, რომელთა მიზანი იყო ძალადობის თემებზე ცნობიერების ამაღლება. ეს აქტივობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ოჯახებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მომზადდა ვიდეორგოლი და ბიუჯეტიდან გამოიყო 1000 ლარი ბუკლეტების დასაბეჭდად, რაც დაეხმარა ცნობიერების ამაღლების პროცესს.

ამ ინიციატივებმა ხელი შეუწყო ძალადობის პრევენციის მექანიზმების განმტკიცებას, გაზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობა და უზრუნველყო ბაღებში უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის.


ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა

მიუხედავდ ქვეყანაში და მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული გარკვეული პროგრესისა, დღის წესრიგში მაინც რჩება ისეთი პრობლემები როგორიცაა, ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ოჯახის ეკონომიკურ საქმიანობებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობა და ა.შ. გენდერული თანასწორობის მიღწევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების/წახალისების გარეშე შეუძლებელია.

დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგში სულ უფრო აქტუალური ხდება ეკონომიკურ აქტივობებში ქალთა ჩართულობის საკითხი. უდავოა რომ გენდერული თანასწორობა დემოკრატიული პროცესებისა და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, ვინაიდან იგი დასაქმების, შემოსავლების ზრდისა და საყოველთაო კეთილდღეობის დამკვიდრების საფუძველია.

აღნიშნული პროცესების გათვალისწინებით ქედის მუნიციპალიტეტის ინიციატივით 2022 წლიდან დაიწყო "ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" მუნიციპალური პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია: მუნიციპალურ დონეზე მეტი ჩართულობისა და გააქტიურებისთვის ზრუნვა, მოსახლეობის შესაძლებლობებსა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ აქტიურობას, ეს იქნება სტიმული/წახალისება და მაგალითი სხვა ქალებისთვის, რათა უფრო გააქტიურდნენ და მიიღონ მონაწილეობა არა მარტო მუნიციპალიტეტის პროგრამებში, არამედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტებში.

პროგრამა მიზნად ისახავს:

- ქალთა გაძლიერებას, ადგილზე საკუთარი საქმის წამოწყების შესაძლებლობას.

"ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" პროგრამა შემუშავებულია ქედის მუნუციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედოს გეგმის შესაბამისად.


,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა“

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმედგ ბრძოლა ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია, 2015 წლიდან განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომელიც ძირითადად საინფორმაცო ხასიათის მატარებელი იყო. 2022 წლიდან ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის (შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის  საკითხებზე  მომუშავე უწყებათაშორისი გადაწყვეტილებით) მქონე პირთა  ფინანსურ დახმარებას (400-800)  (ორასი-რვაასი) ლარის ოდენობით,

სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად, ასევე საჭიროების შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დროებით (სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად)  ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას. 

საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიას, რომლის ქვე-აქტივობებია: 

1. არა ძალადობის კამპანია - ინფორმირებულობის გაზრდა ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების შესახებ;

2. ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები -  საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება ნაადრევი ქორწინების შესაძლო რისკებზე და უარყოფით მხარეებზე.

 

3."ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე"- მიზანი: ხაზგსამა, რომ ადამიანები თანასწორი ვართდა ყველას გვაქვს თანასწორი უფლებები მიუხედავად იმისა, რომელ სტრუქტურას წარმოვადგენთ, რომელაღმსარებლობას მივყვებით, რა ენაზე ვმეტყველებთ, და ა. შ. ბალანსი ორ მნიშვნელოვან ამოცანას შორის:  ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და ეს არის ადამიანის დაცვა“;

4. ,,ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“ - მსოფლიო გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ- ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე ინფორმაცის მიწოდება ტრენინგები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მასწავლებლებისთვის დაუფროსკლასელი მოსწავლეებისთვის.

5. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარების ჩატარება ტრენინგები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქალებისა და გოგონებისთვის.