ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.
პროგრამა მთლიანად მიმართულია სოფლად მცხოვრები იმ ქალების მხარდაჭერისთვის, რომლებიც მეწარმეობითი საქმიანობის საწყის ეტაპზე არიან. საგრანტო დაფინანსება მათ საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ ეკონომიკური პირობები, განავითარონ საკუთარი ბიზნეს იდეები და ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრნენ.
ხელვაჩაურის მუნიციოალიტეტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები ხშირად აწყდებიან სოციალურ და ეკონომიკურ ბარიერებს. ქალების უმრავლესობას სურს საკუთარი ბიზნეს-იდეის განხორციელება, თუმცა ფინანსური რესურსების არარსებობა ან სესხების რთულად ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ შესაძლებლობას. განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალები განიცდიან დასაქმების შეზღუდულ შესაძლებლობებს, რაც მათ ეკონომიკურ დამოკიდებულებას იწვევს.
ამ მიზეზებით, ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთარი ბიზნეს-იდეის რეალიზება სახლიდან გაუსვლელად, რაც მათ საშუალებას მისცემს შეუთავსონ პროფესიული განვითარება საოჯახო ვალდებულებებს.
სწორედ ის გარემოებები, რომლებზეც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქალები მიუთითებდნენ, გახდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ინიცირების საფუძველი.
პროგრამა 2023 წლიდან იწყება და მთლიანად მიმართულია სოფლად მცხოვრები იმ ქალების მხარდაჭერისთვის, რომლებიც მეწარმეობითი საქმიანობის საწყის ეტაპზე არიან. საგრანტო დაფინანსება მათ საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ ეკონომიკური პირობები, განავითარონ საკუთარი ბიზნეს იდეები და ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრნენ. ეს ხელს უწყობს მათ პროფესიული და მეწარმეობითი საქმიანობის წახალისებას, ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობას და მუნიციპალიტეტში მეწარმე ქალების რაოდენობის ზრდას. დაფინანსების ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე 500 და მაქსიმუმ 4500 ლარს შეადგენს, ხოლო განმცხადებლის წილი 20%. აუცილებელი პირობაა, რომ ბენეფიციარი იყოს ხელვაჩაურში რეგისტრირებული და ბეზნესსაც ფლობდეს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე.