გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება.
ერთ-ერთი გამორჩეული საპროექტო წინადადებები, რომელიც თითქმის ყოველწლიურად ხორციელდება არის სარეკრეაციო-სარეაბილიტაციო დასვენება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის: ხშირად მოავადე ბავშვები, შშმ პირები, სმენისა და მხედველობის არ მქონე პირები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თვისებრივი კვლევის ფარგლებში, მნიშვნელოვან საჭიროებად დასახელდა, შშმ ბავშვების მშობელთა მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმების შემუშავება.
ქალთა ხელშეწყობის მიმართულებით, ა(ა)იპ „იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ წარმოდგენილი პროექტის „გამაჯანსაღებელი ბანაკი იმედი 2025“ ითვალისწინებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული ადგილობრივი და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული ბავშვებისა და მათი დედებისთვის გამაჯანსაღებელი ბანაკის მოწყობას. ბავშვებისათვის მაგნიტოთერაპიის კურსის ჩატარების, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისების გაწევისა და მშობლების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერის მიზნით შეირჩა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მათ შორის გამყოფ ხაზთან მცხოვრები 8 აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული და 2 ადგილობრივი 3-დან 7 წლამდე, ხშირად მოავადე (D-3 ვიტამინის ნაკლებობა, რაქიტი, სკოლიოზი, საყრდენმამოძრავებელი სისტემის დარღვევა) ბავშვები. ამ მიზნით დაბა ურეკში, საოჯახო ტიპის სასტუმროში, 9 დღიანი გამაჯანსაღებელი-სარეაბილიტაციო ბანაკი ჩამოყალიბდა. ბანაკში ჯამში მონაწილეობა მიიღო 20-მა ბენეფიციარმა: სოციალურად დაუცველი, ხშირად მოავადე ბავშვი(10) და მათი დედები10).