ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.
ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება (პროგრამული კოდი 06 02 26). ქვეპროგრამის მიზანია ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნათა და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური უსაფრთხოების ხელშეწყობა, რათა ამ გზით შემცირდეს ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე
ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა მიმართ ძალადობა კვლავაც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემისათვის, მიუხედავად ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილ სამიზნე ჯგუფებიდან, ერთს მაინც აკმაყოფილებს: ოჯახი, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს; გაღარიბების მაღალი რისკის წინაშე, კრიზისულ მდგომაროებაში მყოფი ბავშვიანი ოჯახი (საფუძველი: სოციალური მუშაკის დასკვნა); ოჯახი, სადაც ერთ-ერთი მშობელი, დამოუკიდებლად ასრულებს მშობლის ფუნქციებს; ოჯახი, რომელსაც ჰყავს სუსტი თანადგომის ქსელი (საფუძველი: სოციალური მუშაკის დასკვნა); ოჯახი, სადაც ერთი მშობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია; ოჯახი, სადაც ერთი მშობელი კანონთან კონფლიქტშია;
. ქვეპროგრამის განხორციელება მიმართულია ბავშვიანი ოჯახისთვის გრძელვადიან მხარდაჭერაზე, რომელიც მოიცავს სამ კომპონენტს, კერძოდ: ქვეპროგრამის მონაწილე ოჯახთან ბიოფსიქო-სოციალური მიდგომით სოციალური მუშაკის ბავშვისა და ოჯახის შეფასება/დასკვნის მომზადება; ოჯახის ეკონომიკური გაძლიერება; პოზიტიური მშობლობის ტრენინგ-კურსის უზრუნველყოფა. ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსზე/შემოსავალზე ეხმარება მშობლებს/მზრუნველებს ინვესტირება განახორციელონ მათი შვილების ღირსების დაცვის, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზებასა და დაცვაში. ქვეპროგრამაში მონაწილე თითოეული ოჯახის მხარდაჭერა განხორციელდება მომსახურების ან/და საქონლის/პროდუქტის შესყიდვისსახითშემდეგი მიზნებისთვის: პროფესიული გადამზადება/სტაჟირება დასაქმებისთვის, შემოსავლების მომტანი საქმიანობის წამოწყება ან არსებულის გაფართოება– ინვენტარის შეძენა. ქვეპროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში, თითოეულ შემთხვევაზე, ოჯახისფინანსური მხარდაჭერა განისაზღვრება არაუმეტეს5000 ლარის ფარგლებში. მშობლებში პოზიტიური მშობლობის უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით ქვეპროგრამის მონაწილე ოჯახებში ბავშვის აღზრდის საკითხებზე ცოდნისა და პოზიტიური მშობლობის უნარების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება აქტივობები, რათა ამ გზით შემცირდეს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისა და ძალადობის უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე, კერძოდ; ინტერპერსონალური უნარ-ჩვევების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მათსა და ბავშვს შორის ეფექტურ კომუნიკაციას; მშობელსა და ბავშვებს შორის თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას; მშობლის ხელშეწყობით ბავშვებსა და მოზარდებში სოციალური კომპეტენციის განვითარებასა და პრობლემური ქცევის შემცირებას; ასაკობრივი თავისებურებებისა და სირთულეების გაცნობას; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ პრობლემური სიტუაციის სწორად გაანალიზებას; მშობლის სოციალური უნარებისა და ოჯახის დაგეგმარების სწავლას. პროგრამაში მონაწილე მშობლებს/მზრუნველებს ბავშვის აღზრდის საკითხებზე ცოდნასა და პოზიტიური მშობლობის უნარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მუშაობა უნდა ჩაუტარდეს ჯგუფური ფორმატით, ინტერაქციული სწავლების მეთოდებისა და კონკრეტული უნარ-ჩვევების განმავითარებელი სავარჯიშოების გამოყენებით, წინასწარ წარმოდგენილი ტრენინგ-მოდულით, რომელიც ორგანიზაციის მიერ არის ადაპტირებული და ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას. ერთი სატრენინგო ჯგუფი უნდა მოიცავდეს არანაკლებ, 10 სესიას, რომელიც ჩატარდება კვირაში ორჯერ. მონაწილეთა რაოდენობაგანისაზღვრება ქვეპროგრამაში შერჩეული ოჯახების სრულწლოვანი წევრების რაოდენობის მიხედვით, მაქსიმუმ 10. აღნიშნულ კომპონენტში ჯგუფურ მუშაობას ჩაატარებს ფსიქოლოგი, ან სოციალური მუშაკი, რომელთაც უნდა ჰქონდეთ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და მსგავსი ტიპის პროგრამაში მონაწილეობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეულ მომსახურების მიმღებ სავარაუდო წევრს უნდა ჰქონდეს სურვილი/მოტივაცია და საჭიროება. ქვეპროგრამაში ჩართვის წინ, მომსახურების მიმღებ პოტენციურ მონაწილესთან უნდა მოხდეს ფორმალური შეთანხმება, რომ აუცილებლად დაესწროს ყველა სესიას, რადგან პროცესი არის დინამიური, თანმიმდევრული, უწყვეტი (ამასთან, წინა სესიების თეორიული მასალის განმტკიცება ხდება მომდევნო სესიაზე პრაქტიკული სავარჯიშოებით). ჯგუფში ჩართული უნდა იყოს ერთ-ერთი მშობელი ან ოჯახის სხვა უფლებამოსილი პირი, სასურველია ბავშვის აღზრდის უშუალო მონაწილე. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველი ვალდებულებას იღებს ურთიერთთანამშრომლობაზე. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია არის: განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში– პასპორტისა და იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლთან ერთად; კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში– აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონის დროს, პირველ ეტაპზე შესაძლებელია, საქმისწარმოების დაწყების საფუძველი გახდეს შესაბამისი უწყებიდან (სსიპ სამოქალაქო რეესტრი) წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); ბავშვის დაბადების მოწმობა; არსებული სამეწარმეო საქმიანობის გაფართოების შემთხვევაში დამატებით ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკების მიერ. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული შესაბამისი დასკვნა-რეკომენდაცია გადაეცემა ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმღები ბენეფიციარის კუთხით იმუშავებს მომსახურების მიოწოდებელი ორგანიზაცია. სოციალური მუშაკის დასკვნის, აგრეთვე, მომსახურების მომწოდებლის დასკვნის საფუძველზე, რომელიც შესრულდება 20 დღის განმავლობაში, ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის კუთხით გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მომსახურების მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველს, შედეგების შესახებ ეცნობება სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ წერილობით, სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მომსახურების მომწოდებლი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოხდება წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში. მხარდაჭერის ნებისმიერ კომპონენტში მუნიციპალიტეტი თავის თავს მოიაზრებს ისეთი საჭიროების დაკმაყოფილებაზე, რომელიც სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ არის უფასოდ მოწოდებული. ქვეპროგრამის პროცესში, მომსახურების მიღების მიზნით შეირჩევა მაქსიმუმ 10 ოჯახი (გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: 3: ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა).
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №119 2025 წლის 26 მარტი ქ. ქუთაისი
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1 შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25.12.2024, №190020020.35.123.016702), კერძოდ: 1. შეიცვალოს დადგენილების №1 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. (№1 დანართი დადგენილებას თან ერთვის) 2. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. (№2 დანართი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 26 მარტიდან.
chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://www.kutaisi.gov.ge/public/files/1743415152_%E1%83%93N119.pdf