• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ა.თ.ე.ა-ს თანამშრომლები სექსუალური შევიწროების საკითხებზე გადამზადდნენ

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლებისთვის  მოეწყო ტრენინგი თემაზე: „სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევების გამოკვლევა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომით“.

ტრენინგის მიზან იყო მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების, პრევენციის მექანიზების, ასევე მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის პრინციპებისა და პრაქტიკის შესახებ.

მონაწილეებმა იმსჯელეს სექსუალური შევიწროების იდენტიფიცირების, პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზებზე, სექსუალური შევიწროების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე და სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებულ მითებსა და სტერეოტიპებზე. დღის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას და ინტერვიუს ჩატარების სპეციფიკას სავარაუდო მსხვერპლთან კომუნიკაციისას. ტრენინგს უძღვებოდა გოგა ხატიაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენერი.

აღსანიშნავია, რომ ...-ში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი ამოქმედდა 2025 წლის დასაწყისში. მისი მიზანია ორგანიზაციაში სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნა და მსგავს შემთხვევებზე დროული, ეფექტიანი და პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული რეაგირების უზრუნველყოფა.

ფოტო გალერეა